გიორგი გახარია - ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქვს, წყალში გადაყრილი იქნება თუ მოსახლეობა სოციალური დისტანცირების წესებს არ გაითვალისწინებს

ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქვს, წყალში გადაყრილი იქნება და ქვეყანას ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე გადასვლა გაუჭირდება, თუ მოსახლეობა სოციალური დისტანცირებისა და მობილობის შემცირების წესებს არ გაითვალისწინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცირების წესების გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება საჭირო.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო, ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში ჩვენ დღეს გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული, თუ ჩვენ არ დავიცავთ სოციალური დისტანციის წესებს, მობილობის შემცირებს წესებს, რომლის გათვალისწინებაც ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენს ცხოვრებაში, ქვეყანას უბრალოდ გაუჭირდება ეკონომიკურად აღდგენის ეტაპზე გადავიდეს სწრაფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის მომავალი გლობალური კონკურენციის თვალთსაზრისით. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო ჯანმრთელობა, მინდა ყველა ადამიანს, რომელიც წინა ხაზზეა, გადავუხადო მადლობა და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დარჩა სახლში და ზედმიწევნით, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს, ასრულდებდა იმ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო