კახა კალაძე - მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხარს უჭერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც მან გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, თბილისის მერიას მზად აქვს იმ ოჯახების სრული ბაზა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. კალაძის თქმით, მერია მზად არის ამ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განახორციელოს.

„ამ რთულ ვითარებაში, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან. წარმოდგენილი იყო, ასევე გახსნითი ღონისძიებების რამდენიმე ეტაპი და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა გავთამამდეთ, იმიტომ, რომ მტერი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, არსებობს მსოფლიოში. მას ვერ ვხედავთ და ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი სამსახურებით, გამგეობებით, გვაქვს სრული ბაზები იმ ოჯახების და ადამიანების, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, სჭირდებათ თანადგომა, მზად ვართ, რომ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განვახორციელოთ. ამისათვის თითოეული თანამშრომელი მზად არის. როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება დავიწყებთ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით გაწეულ რეკომენდაციებს ასრულდებდა.

„მესმის, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული პოპულარული ნაბიჯები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ეს შეზღუდვები გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაქსიმალურად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობით და დახმარებით უნდა გავითვალისინოთ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელზეც საუბარი გვიწევს“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო