საქართველოს წითელმა ჯვარმა თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მხარდაჭერით სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო

COVID-19 ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელმა ჯვარმა დღეს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მხარდაჭერით სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებიდან. პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა გადაეცემათ ჩვენს მოხალისეებს, რათა მათ გააგრძელონ ის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება რეგიონებსა და თბილისში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას, მხარდაჭერისა და თანადგომისთვს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამარტივებული წესით მოხდა ტვირთის შემოსვლა საქართველოში“ - განაცხადა საქართვლოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხბში ლელა აქიაშვილის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული კრზისის დაწყებისთანავე, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

„ყოველდღიურ რეჟიმში, წითელი ჯვრის მოხალისეები თბილისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობების და მუნიციპალიტეტბის თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვნესი უფლებების, კერძოდ კი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას. დღევანდელი შედეგიც, მათი თავჩაუხრელი შრომის და ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია,“- განაცხადა ლელა აქიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა