გიორგი გახარია - ოპოზიციის ქმედებები პოპულისტურია - დღეს საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება მთავრობის მხრიდან უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას მიჩვეულები ვართ, თუ ეს კრიტიკა საგნობრივი და ობიექტურია, ყურადღებას ვაქცევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის ასევე გამოხემაურა „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას, რომ მთავრობამ ხალხს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა უკან უნდა დაუბრუნოს. გახარიას თქმით, ახლა საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა.

„ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას მიჩვეულები ვართ. თუ ეს კრიტიკა საგნობრივი და ობიექტურია, რა თქმა უნდა ჩვენ ამ კრიტიკას ყურადღებას ვაქცევთ. ბევრი სხვადასხვა სახის კრიტიკა იყო. ჩვენ თვითონ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ დახმარების ხელი გაგვეწოდებინა ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის ნაწილში, ასევე სოციალურ ნაწილში მაქსიმაურად დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. ვიღაცები გამოდიან და პოპულისტურად რაღაცებს მოგვიწოდებენ, ეს არასერიოზულია.

დღეს საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება მთავრობის მხრიდან უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა. რაც შეეხება იმას, ბიუჯეტის შემცირება რომელ პროექტებს შეეხო, ძალიან კარგად იციან მათ, რომ კრიზისული ბიუჯეტის წარდგენის დრო არის მაისი და ეს ბიუჯეტი ვერ აუვლის გვერდს პარლამენტში განხილვებ. ეს ყველაფერი აუციებლად იქნება პარლამენტში განხილული. ეს პოპულისტური მოქმედებებია თუმცა, სადმე ჯანსაღ, საგნობრივ ნაწილს დავინახავთ ჩვენ ამას ყველაფერს ვიყენებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს