გიორგი გახარია - მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით ობიექტური იყო, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად, თუმცა გამოწვევაც ობიექტური იყო

ჩვენი მოქალაქებიის კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 144 როგორც მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალება მომავალშიც იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი.

„ჩვენი მოქალაქებიის კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა გადასცდა 300 000 - ს, ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც იდეა მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომშიც“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა სასურსათო პროდუქციის ფასებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების და მომარაგებას არანაირი პრობლემა არ გაქვს.

„სასურსათო უსაფრთხოებას და მომარაგებას არანაირი პრობლემა არ აქვს და საფუძველი მოთხოვნის ზრდის არ არსებობს. ეს არის სრულად გადაზღვეული როგორც რაოდენობრივად, ასევე ფასებით და ყველას შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს