ვანო მაჭავარიანის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შედეგად, დანაზოგი ჯამში 300 მილიონს შეადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანის განცხადებით, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა და შემცირება ხდება.

მინისტრის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში 1000 და 2000-ლარიანი ხარჯების შემცირებაც კი მოხდა.

„არის ისეთი აქტივობები, რომლებიც ბუნებრივად მცირდება ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მაგალითად: ტურიზმის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხები, იქნებოდა ეს check in Georgia -ს ფარგლებში თუ სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციას ჰქონდა, იქაც ბუნებრივი კლებაა. ამის გარდა, არის სხვა ტიპის ხარჯები, რომლებიც ბუნებრივად მცირდება, მაგალითად როგორიც არის მივლინების ხარჯები, გადაადგილების ხარჯები. არსებობს უამრავი სხვა ტიპის ხარჯები, რგორიც არის წვრილმანი საქონელი, იქნება ეს ტექნიკის შესყიდვა თუ სხვა. ჯამში სამასი მილიონი აქედან გროვდება. პირველი, არის ის კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ბუნებრივად ამ შეზღუდულობის გამო მცირდება. საკმაოდ დეტალებში მივდივართ და არის შემთხვევები, რომ 1000 და 2000-ლარიანი ხარჯებიც კი შევამცირეთ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა