მამუკა აჩბა - დევნილებისთვის ვერცერთ სეგმენტში ადგილი ვერ მოიძებნა

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ სეგმენტში ვერ მოიძებნა ადგილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებისათვის. არადა თითოეული დევნილი ელოდა, რომ მათი მისამართით რამე ოპტიმისტურს იტყოდა დღეს ქვეყნის პრემიერი ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა აჩბამ განაცხადა

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, მამუკა აჩბამ აღნიშნა,რომ ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა.

„გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დააზარალა დევნილების ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ომის ვეტერანები და ასე შემდეგ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ხელისუფლებისგან არგუმენტად იმის მოსმენა, რომ თითქოს დევნილები სრულად შედიან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ადამიანთა რიცხვში, არის სრული აბსურდი, რადგან არსებობს დევნილთა კატეგორია, რომელიც პრემიერ გახარიას მიერ ჩამოთვლილ ვერც ერთ პუნქტში ვერ ხვდება. ხოლო, ეს ექვს თვეზე გაწერილი, ფინანსური დახმარების გეგმა, რომელიც მთავრდება ზუსტად არჩევნების წინ, უფრო მეტად მოგვაგონებს რომელიმე, კონკრეტულად აღებული ერთი პარტიის წინასაარჩვენო კამპანიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ხელისუფლების ქმედებას“-განაცხადა მამუკა აჩბამ.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა