„ალდაგის“ დასაქმებულთა დაზღვევა 20 კრიტიკულ დაავადებას და COVID19-ს ფარავს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს, რომლითაც COVID-19-იც იფარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, ეს პროდუქტი კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური დაცულობის განცდას.

დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას და ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას. პროდუქტში ყველა ის მოულოდნელი ვითარებაა გათვალისწინებული, რომლის დადგომაც, გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

სიცოცხლის დაზღვევა დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტია და მოიცავს 15 000-დან 45 000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი COVID19-ით ან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება. კრიტიკული დაავადების შემთხვევაში 20 ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადება იფარება, მათ შორის, სიმსივნური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და სხვა. ხოლო შრომისუუნარობის დაზღვევა გულისხმობს უბედური შემთხვევის შედეგად შრომის უნარის დაკარგვას, რომელიც ასევე ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.

“გვჯერა, რომ ეს პროდუქტი ბევრ ადამიანს მოუტანს ფინანსური სტაბილურობის განცდას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანას სერიოზული მსხვერპლი პანდემიის შედეგად არ მიადგება”,- აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეს პროდუქტი ცოტა ხნის წინ თავის თანამშრომლებს სიცოცხლის სიმბოლოსთან, ლიმონის ხეებთან ერთად აჩუქა.

“გვჯერა, ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ გვესმის, რომ ფინანსური დაცულობის განცდა კრიზისის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცადეთ, ჩვენი, როგორც მზღვეველისა და მზრუნველის როლი, ასე გამოგვეხატა. სხვა ბიზნესებსაც მოვუწოდებთ, მოგვბაძონ და თანამშრომლები დააზღვიონ”-, აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა დაზღვევის რამდენიმე პაკეტი არსებობს და მისი ფასი ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში 11 ლარიდან იწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა