აზერბაიჯანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 27 აპრილიდან იწყებს

აზერბაიჯანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 27 აპრილიდან იწყებს. ამ ინფორმაციას ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

შტაბის განცხადებით, მომდევნო კვირიდან ქვეყანაში საკანცელარიო ნივთების, გაზეთებისა და წიგნების გაყიდვა ნებადართული გახდება. ამასთან, ორშაბათიდან აზერბაიჯანში ინდივიდუალური და სარეპეტიტორო სასწავლო პროცესი აღდგება.

ამის შემდგომ ქვეყანაში ეტაპობრივად გაიხნება კომპიუტერული ტექნიკის, ტანსაცმლისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიები. დიდი სავაჭრო ცენტრები ქვეყანაში დროებით დახურული იქნება.

ბოლო 24 საათის მანძილზე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაიფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 592-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17 შეადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა