ესპანეთში 106 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

ესპანეთში კორონავირუსისგან 106 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ქალი, სახელად ანა, პროვინცია კადისში ცხოვრობს. ის 1913 წელს არის დაბადებული და ესპანური გრიპის სახელით ცნობილ პანდემიას მოესწრო. ცნობილია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხანდაზმული ადამიანი კოვიდინფექციისგან განიკურნა.

9 აპრილს ნიდერლანდების მცხოვრები კორნელია რასი პირველი ასეთი ასაკოვანი პაციენტი იყო, რომელიც ვირუსისგან განიკურნა. საავადმყოფოდან გაწერის დროს, ის 107 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ, ამ დაავადებისგან ასევე განიკურნა 106 წლის ქალი დიდი ბრიტანეთიდან. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან 104 და 102 წლის ქალები და 101 წლის მამაკაცი იტალიიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა