BBC - საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ონლაინ გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ მწეველები კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ონლაინ გაყიდვა აკრძალა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ თამბაქოს მწეველები კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან, მოსახლეობამ თამბაქოს ჭარბი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რის გამოც მის გაყიდვაზე ზომების მიღება აუცილებელი გახდა.

საფრანგეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ ახლა მათი მიზანია დამატებითი კვლევები ჩაატარონ და საბოლოოდ დაადგინონ შესაძლებელია თუ არა თამბაქოს მეშვეობით კორონავირუსის დამარცხება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პარიზის საავადმყოფოს მეცნიერების ჯგუფმა განაცხადა, რომ პაციენტები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია