ბადრი ჯაფარიძე - მთავრობის გეგმა არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ გამოწვევებთან შედარებით, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა იმყოფება

მთავრობის გეგმა არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ გამოწვევებთან შედარებით, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა იმყოფება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი იქნა ქაოტური გეგმა და არა სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული მწყობრი ღონისძიებები. რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად გამოყოფილ თანხებს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს თანხები ცალსახად არასაკმარისია და "ლელოს" მოდელით გათვალისწინებული იყო თითოეულ ოჯახზე უფრო მეტი დახმარების გაწევა შიდა რესურსების მობილიზაციის ხარჯზე.

,,სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვერ ვნახეთ სისტემური მიდგომა კრიზისის მიმართ. ეს არის რამდენიმე კომპონენტისაგან შეკოწიწებული გეგმა. თითოეული ეს კომპონენტი არ არის შესაბამისი იმ პრობლემის მასშტაბის, რომელსაც ეკონომიკა მისი ესა თუ ის დარგი და ოჯახები შეეჯახნენ. ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, მათთვის გათვალისწინებული არის 200 ლარი დახმარება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში და ეს პირდაპირ ბადებს ეჭვს რომ დახმარების გრაფიკის გაწერა 6 თვეზე ნაკარნახევია წინასაარჩევნო გრაფიკით.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა უნდა გამოვიდეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან, ეკონომიკამ უნდა დაიწყოს ნელ-ნელა ამუშავება, მაშინ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს მათ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ისინი დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებზე. ეს უნდა მოხდეს შემდეგნაირად - ერთის მხრივ უნდა მოხდეს ეკონომიკაში ადეკვატური თანხების ინექცია ისე რომ კომპანიებმა შეძლონ საბრუნავი ფულის მიღება და მიიღონ ისეთი პირობებით, რომ მათ შეძლონ, აღდგენა იძულებითი გაჩერების პერიოდის შემდეგ, ხელახლა დაიწყონ ფუნქციონირება და იმ კომპანიებს უნდა მიეცეთ სწორედ ეს მხარდაჭერა, რომლებიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილების მინიმუმ 80 % -ს . ამიტომ ამოცანა უნდა იყოს უშემოსავლოდ დარჩენილი ადამინების დახმარება იმ კომპანიების მხარდაჭერის გზითაც, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ადამიანების თანდათანობით სამუშაოებზე უკან მიწვევას“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პირდაპირ ციფრებში შეიძლება იმის დემონსტრირება, რომ არსებული გეგმა არ არის ადეკვატური იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

„ეს არ არის სისტემური მიდგომა. სისტემური მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ოჯახებზე ერთჯერადად დახმარებას, არამედ ის გულისხმობს დახმარების პარალელურად ეკონომიკის ამუშავებას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს მოახერხონ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება. ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. ამიტომაც დახმარების თანხა უნდა გაიცეს 3 და არა 6 თვის განმავლობაში. დახმარების ზომაც, ჩვენი აზრით, არ არის საკმარისი. შესაძლებელია უფრო მეტი რესურსის მობილიზება მითუმეტეს თუ ჩვენ გარედან გვეხმარებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები და დონორი ინსტიტუტები. "ლელოს" მოდელიდან გამომდინარე ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა თითოეულ ოჯახზე უფრო დიდი დახმარების გაწევა 3 თვის პერიოდში. ამის რესურსი არსებობს და შეიძლება რომ ის მოზიდული იქნას.

ამავდროულად ჩვენ ვგულისხმობდით 3 მილიარდ ლარიანი საგარანტიო ფონდის შექმნას, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ შეძლოს მუშაობის დაწყება. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში არის წმინდა არითმეტიკული შეცდომები. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და ეკონომიკის მინისტრმაც გაიმეორა, რომ აპირებენ 300 მილიონი ლარის საგარანტიო ფონდის მეშვეობით შეიქმნება 2 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელი და თან სახელმწიფო უზრუნველყოფს გაცემული სესხების 90 % - ის გარანტირებას. არანაირად არითმეტიკულად ეს არ გამოდის. თავისთავად ეს საგარანტიო ფონდის იდეა კარგია, რომ მათ აიტაცეს, რომელიც ადრე ჩვენ გავაჟღერეთ, მაგრამ 300 მილიონი ლარი არის აბსოლუტურად არასაკმარისი ამგვარი საგარანტიო ფონდისათვის" , - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა