დეპუტატი - „სლუგა ნაროდაში“ ჯერჯერობით საკმარისი ხმები არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასამტკიცებლად

უკრაინის რადას ფრაქცია „სლუგა ნაროდაში“ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, არ აქვთ ხმათა საკმარისი რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნოს - უმრავლესობა წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეჭვი ეპარებათ.

„უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ევგენია კრავჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ფრაქციაში ზუსტად ორ ნაწილად არის დაყოფილი სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეთა ხმები. თუმცა, ყველაზე დიდი ჯგუფი ის არის, რომლებსაც ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ და არ ჩამოყალიბებულან. კრავჩუკის თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა დამატებითი შეხვედრები გამართოს მათთან, ვისაც ეჭვი ეპარება, ასევე სხვა ფრაქციებსაც შეხვდება. დეპუტატის თქმით, „მთლიანი სურათის შესახებ“ საუბარი მომავალი კვირის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, დეპუტატებს კითხვები გაუჩნდათ რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს