ბელგიის სკოლებში სასწავლო პროცესი 18 მაისს განახლდება

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო 12 მარტს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების თანდათან მოხსნის გეგმა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გეგმის თანახმად, ბელგიაში 11 მაისს ყველა მაღაზია გაიხსნება, სკოლებში კი სასწავლო პროცესი 18 მაისს განახლდება, თუმცა თითოეულ კლასში 10 მოსწავლეზე მეტი არ დაიშვება.

კაფეებისა და რესტორნების გახსნა 8 ივნისამდე არ იქნება ნებადართული.

ახალი რეგულაციების თანახმად, 12 წლის ასაკიდან მოქალაქეები ვალდებულები არიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები ატარონ.

ბელგიაში კორონავირუსის 44 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 6 400-ზე მეტი მოქალაქე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს