ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ბოლნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი დაემატა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი დაემატა.

მისი თქმით, ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობელია. როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტები ბოლნისიდან არიან გადმოყვანილი.

„ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში არის 48 პაციენტი, აქედან კოვიდ 19 დადასტურებული აქვს 26 პაციენტს. მათგან 4 პაციენტი გვყავს ახალი. გუშინ ოთხივე პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით იქნა გადმოყვანილი. აქედან ერთია 80 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, ერთია 18 წლამდე ასაკის, ხოლო ორი პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს. ოთხივე პაციენტი არის ერთი ოჯახი და ოჯახის ახლობლები. ისინი გადმოყვანილი არიან ბოლნისიდან,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტი მკურნალობს. ასევე, სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში გუშინ ბოლნისიდან შეყვანილი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„18 წლამდე ასაკის პაციენტი გახდა სულ 7. კლინიკაში სულ სამი საყურადღებო პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბოლნისიდან შემოიყვანეს, მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აღნიშნა მან.

სოლოღაშვილის ინფორმაციით, კვლევაში კიდევ 8 პაციენტი ჩაერთვება, ხოლო გამოჯანმრთელებაზე რამდენიმე პაციენტის ტესტირების პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის