მარინა ეზუგბაია ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის 25-ით გაზრდას „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.

“გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

“25 პაციენტიდან ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 მოზარდია - 7 ბავშვი გვყავდა, კიდევ 2 დაგვემატა და 9 მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა არ არის მძიმე, მსუბუქი სიმძიმით არიან. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია, დანარჩენი ორი ახალი პაციენტის მდგომარებას რაც შეეხება, ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან პნევმონიაა, მაგრამ საშუალო სიმძიმის. 3 არის ბოლნისის შემთხვევა და ერთი უცნობია, რომლის წყაროს მოძიება ახლაც მიმდინაროებს. კრიტიკული პაციენტები ამ ეტაზე არ გვყავს, გვყავს 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო ან მსუბუქი პნევმონიით, ან პნევმონიის გარეშე”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს