აშშ-ის რამდენიმე შტატში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მაღაზიების ნაწილი, სილამაზის სალონები, სპა ცენტრები და რესტორნები გაიხსნა

აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი მოიხსნა. ჯორჯიის, ოკლაჰომისა და ალასკის შტატებში მაღაზიების ნაწილი, სილამაზის სალონები და სპა ცენტრები გაიხსნა. ამასთან, ალასკაში დასაშვები გახდა რესტორნების გახსნაც. აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვალდებულია ახლად გახსნილ ობიექტებზე ყოფნის დროს დისტანცია და ჰიგიენური ნორმები დაიცვას.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრება უნდა აღდგეს და შეზღუდვების ნაწილი უნდა მოიხსნას. აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახადოს.

ბოლო მონაცმეებით, აშშ-ში კორონავირუსი 925 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 52 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა