თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 39 ნიმუშიდან, კორონავირუსი 26 პირს არ დაუდასტურდა, 13-ის ანალიზის პასუხს კი ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განმარტებით, კვლევისთვის გაგზავნილი 39 ნიმუშიდან, 26-ის შემთხვევაში კორონავირუსული ინფექციის არსებობა არ დადასტურდა. კლინიკაში დღეს კიდევ 13 ანალიზის პასუხს ელიან.

„კლინიკაში არის 51 პაციენტი, ცხვირ-ხახის 39 ნაცხი იქნა გაგზავნილი კვლევაზე. მიღებულია 26 უარყოფითი პასუხი, 13 კვლევაში რჩება და ჯერჯერობით პასუხები მიღებული არ არის. დანარჩენ ახალშემოსულ პაციენტებს აუღებენ ანალიზებს. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში,“- განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში უკვე მეხუთე დღეა კოვიდინფექციაზე დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა