რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ კლინიკას კორონავირუსით დაინფიცირებულთა შემთხვევა არ შემატებია.

როგორც თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 39 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც ორი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო.

„39 პაციენტიდან ყველა სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება, ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც თანმხლები მძიმე დაავადებები აქვთ, შედარებით მძიმე და საყურადღებოა. რამდენიმეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, იმ კვირაში, რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს ველოდებით. ახალი პაციენტები შემოვიდნენ, მაგრამ PCR ტესტირებით კოვიდუარყოფითები არიან. ამასთან, ჩვენ კლინიკასთან ერთად, 52 საკარანტინო ზონას ვკურირებთ და ყველა პაციენტის პასუხი იყო უარყოფითი“, - განაცხადა თავართქილაძემ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა, თეონა თავართქილაძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან ეს განცხადება მას არ მოუსმენია.

„ალბათ, ქალბატონ მარინას უნდა ჩავეკითხოთ, თუ რას გულისხმობდა. ჩვენ ვაკეთებთ, როგორც PCR ტესტირებას, ასევე სწრაფ ტესტირებასაც, როცა დადებითი პასუხია, ასეთი პაციენტიც და სამედიცინო პერსონალიც PCR ტესტირებაზე იგზავნება. თუ მოსახლეობაში მცირე სიმპტომები გამოვლინდება, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება ტესტირების ჩატარება. თუ პაციენტს სიმპტომები არ გამოუმჟღავნდა, სწრაფი და PCR ტესტირებაც შეიძლება იყოს ნაკლებინფორმატიული, ამიტომ ეს ძალიან დიდი მსჯელობის საგანია, ცალსახად ვერ ვიმსჯელებთ.

სწრაფი ტესტები ანტისხეულებზე ჩვენს კლინიკაში სამედიცინო პერსონალს ყოველ 3-4 დღეში რუტინულად უტარდებოდა. გუშინ, PCR ტესტირება ჩვენი კლინიკის ბაზაზე პირველად ჩატარდა ეს PCR ტესტირება ყველა თაამშრომელს, ვინც წინა ხაზზე მუშაობს, მაღალი რისკის ქვეშაა, 2 კვირაში ერთხელ გაუმეორდება“, - განაცხადა თავართქილაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო