დავით ბაქრაძე - იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ რადაში ხმების არარსებობის გამო, სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებით გამოწვეული ზიანი დარჩება და დააზიანებს ურთიერთობებს

„ევროპული საქართელოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მისამართით გაკეთებული განცხადებები, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ბაქრაძის თქმით, საქართველო და უკრაინა საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის და არ შეიძლება პირადი, პარტიული თუ პოლიტიკური ინტერესების გამო ამ ურთიერთობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

დავით ბაქრაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი საქართველოში დაპირისპირების საგანი არ გახადონ.

„ხელისუფლების ეს განცხადებები პირდაპირ აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინული ტურიზმი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.

უკრაინა არის ლოკომოტივი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ჩვენ ორივე ვიბრძვით საერთო მტრის წინააღმდეგ. დაუშვებელია ამ ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიული, პირადი თუ პოლიტიკური ინსტერესების გამო, მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ ხელისუფლების ამ განცხადებებით გამოწვეული ზიანი დარჩება და დააზიანებს ქართულ -უკრაინულ ურთიერთობებს.

ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, კატეგორიულად შეწყვიტონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ხოლო ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც ვთხოვო, ნუ გადმოიტანენ უკრაინული შიდა პოლიტიკის საკითხებს ქართული დაპირისპისრების თემად იმიტომ, რომ ამით ზიანდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა