ბელარუსში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

ბელარუსში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, მინსკში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენ პირს დაუდგინდა ვირუსი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსზე დადებითი მაჩვენებელი სახლში ერთ-ერთი დასაქმებულის ტესტმა აჩვენა, ხოლო მოგვიანებით, ტესტირება ყველა თანამშრომელსა და იქ მცხოვრებ ბავშვსაც ჩაუტარდა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და ის რეალურად „ფსიქოზია“. ამასთან, პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ „სუფთად კორონავირუსით“ ბელარუსში არავინ გარდაიცვლება.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 8700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა