რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.

„არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემასთან საუბარში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 75 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 681 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო