თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქვენილის“ გამოყენება ხდება საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებთან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქვენილის“ გამოყენება ხდება საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებთან. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ცერეცვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებსაც.

„შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ბოლო დროს პოპულარულ მედიკამენტზე, „პლაქვენილზე“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის და რჩება ოფიციალურად. ოღონდ რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას. ამ ორგანიზაციის შემოკლებული აბრევიატურაა FDA და ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და ფაქტობრივად უმაღლესი ინსტანცია, რომელიც წყვეტს რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული ან არ უნდა იქნას. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად მიჩნეულ „რემდესივირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა კვლევებში. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ სანამ FDA ოფიცალურად თვლის, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი დაიდება რამე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობს, ჩვენ ამას გამოვეხმაურებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს კარანტინში მყოფი პირები „პლაქვენილს“ იღებენ.

„პლაქვენილს არ ვიყენებთ უსიმპტომო პაციენტებში, არ ვიყენებთ მცირე სიმპტომიანებში და მით უმეტეს, არ ვიყენებთ საპროფილაქტიკოდ. აშკარად არასწორი რამე დაიწერა, რომ "პლაქვენილს" კარანტინში მყოფებსაც კი აძლევენო. გამორიცხულია, კარანტინში მყოფ არცერთ პიროვნებას „პლაქვენილი“ არ მიუღია. ასე, რომ ჩვენთან "პლაქვენილის" გამოყენება შეესაბამება FDA-ს მკაცრ რეკომენდაციებს. ის რეკომენდაციას იძლევა, რომ ჰოსპიტალის გარეთ ის არ იქნას გამოყენებული,“ - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა