თენგიზ ცერცვაძე - ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით, ოთხი პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნება

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიდგომებს, რასაც კლინიკები კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

„შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მაგალითად, მე ვისაუბრე ჩვენს გამოცდილებაზე პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების თაობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული იმიტომ, რომ სერიოზული შეზღუდვები აქვს. ასევე, საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის