თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ტესტების მცირე რაოდენობა გამოიყენებოდა მაქსიმალური სარგებლით

გარკვეული კომპენსაცია, რაც ახდენდა ამ მასობრივი ტესტირების არგაკეთებას, ეს იყო ის, რომ ტესტირება მართალია შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ უკეთდებოდა იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს კარგი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ შეზღუდული რესურსი, თუნდაც ტესტების მცირე რაოდენობა „მაქსიმალური სარგებლით” გამოიყენებოდა.

„გარკვეული კომპენსაცია, რაც ახდენდა ამ მასობრივი ტესტირების არგაკეთებას, ეს იყო ის, რომ ტესტირება მართალია შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ უკეთდებოდა იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მხედველობაში მაქვს პაციენტები, რომლებსაც სიმპტომები ან ჰქონდათ რაიმე რისკფაქტორი, მაგალითად კონტაქტი ინფიცირებულთან, უცხოელთან ან სხვასთან და ამას გვიჩვენებს ბოლნისის, მარნეულის, ლენტეხის, ქობულეთის მაგალითები, რომ მართალია ქვეყანაში ვერ ტარდება მასობრივად, მაგრამ იმ რეგიონში, საიდანაც სიგნალი მოვიდა, რომ ვიღაც გახდა ავად და შესაძლებელია დაწყებულიყო უკონტროლო გავრცელება, იქ მაშინვე მოხდა მასობრივი ტესტირება. მარნეულ-ბოლნისში მასობრივი ტესტირება მოხდა და სწორედ ამ მასობრივი ტესტირებით მოხდა ახალი შემთხვევების გამოვლენა.

ის, რომ საქართველოში კარგი მდგომარეობაა და მთელი მსოფლიო აღიარებს ამას, მაინც განპირობებულია იმით, რომ ის შეზღუდული რესურსი, თუნდაც ტესტების მცირე რაოდენობა გამოიყენებოდა მაქსიმალური სარგებლით”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო