New York Times-ის ახალი რუბრიკაში „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“ ფარგლებში, ფოტოჟურნალისტი მკითხველს ფოკას და ადგილობრივთა ცხოვრებას აცნობს

New York Times-მა ახალი რუბრიკა „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში“ დაიწყო, რომელშიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს შესახებ სტატიას A Glimpse Inside The Secluded World of a Georgian Convent აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტატიაში აღწერილია სოფელი ფოკა და ადგილობრივთა ცხოვრება.

ფოტოჟურნალისტი შავ-თეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.

„ჩვენი ფოტოჟურნალისტები ვირტუალურად პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ“, - ასე იწყება სტატია საქართველოს შესახებ.

„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ, “ - ნათქვამია სტატიაში.

New York Times -ის სტატია საქართველოს შესახებ შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „დღეს, როდესაც სამყაროში თითოეული ჩვენთაგანისთვის ცვლილებები სწრაფად ხდება ეს მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა