ბექა ლილუაშვილი  - მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის

თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება იყოს 840 ათასი, ან უფრო მეტიც, მაგრამ საბოლო ჯამში, მათი განსაზღვრა შეფასების საგანია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა, ანტიკრიზისულ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებისას იყო ის, სახელმწიფოს მაქსიმალურად ეზრუნა ყველა ადამიანზე და მისთვის გაეწია დახმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ღონისძიებათა პაკეტში შედის ის ნაბიჯი, რომელიც უკვე განხორციელდა, სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვის სახით. იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ამ ღონისძიებებში იყო ჩადებული, ეს შეეხო, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, რომელიც შესაძლოა მოწყვლადი ყოფილიყო ამ კრიზისის მიმართ. თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და მათი განსაზღვრა შეფასების საგანია. თვითდასაქმებულები, რომლებიც სარგებლობენ მიკრომეწარმის ან სხვა რაიმე სტატუსით, აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული შესაბამისი სამსახურების მიერ და ისინი მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სახის დოკუმენტაციით, ამ პირებს შეეძლებათ, ეს დოკუმენტაცია წარადგინონ შესაბამის სამსახურებში, რომელთა დეტალებზეც მომდევნო კვირას ვისაუბრებთ. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა