ამირან გამყრელიძე - ტესტირების გარდა ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც სიტუაციას ვაკონტროლებთ

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში შემთხვევების ზრდას მოსალოდნელია, თუმცა, არა დრამატულად.

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი. წინა დღეებში 2 ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიკვლიეთ, იქ გამოვლინდა 19 შემთხვევა. ჩაკეტილ სოფლებში ინტენსიურ თერმოსკრინინგს ვაწამოებთ, ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდება, უკვე PCR ტექნოლოგიებით ვუკეთებთ ტესტირებას. ასევე გაფართოვდა ტესტირება ყველა კლინიკაში, თუ არ ვცდები, კოვიდის და ცხელების 31 კლინიკაა, ტესტებისა და გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან იზრდება. ამასთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტებიცაა, დახლოებით, 5 000.

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ. ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ, გეგმა გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიების სერიოზული მარაგი იქმნება და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი.

ჩვენთან ჯერჯერობით, ეპიდემია მდუნედ მიმდინარეობს, ჯერ ციცაბო მრუდი არ გვაქვს, რამდენჯერმე გვქონდა ე.წ. ნახტომი. წელს აღდგომა საქართველოში მინიმალური დატვირთით ჩატარდა - იცით, რომ ხალხი არ იყო ტაძრებში, სასაფლაოებზე. შარშანდელთან შედარებით, 25% გავიდა, ადამიანების 75% არ გავიდა, ანუ თავშეყრა ნაკლები იყო, რამაც სერიოზული როლი ითამაშა და ე.წ. ძლიერი ნახტომები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდას ველოდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს დრამატული ზრდა. ამ კვირებში ძალიან ვფრთხილობთ და ტესტირებას ვაფართოებთ, რომ თუკი, სადმე შესაძლო შემთხვევა არის, ყველა გამოვლინდეს და ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა