საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა და პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო კალათა გადასცეს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლე­ვან დავითაშვილმა, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასურსათო კალათა მიიღეს სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებმა.

დეპუტატების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული საქველმოქმედო აქცია, რომელიც შეჭირვებული ოჯახების დახმარებას გულისხმობს, ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანს კი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს. ამ დროს საჭიროა ყველას გაერთიანება და თანადგომა. ჩვენ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სოციალური კამპანია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დავიწყეთ და გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ დასრულდება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მრავალშვილიან ოჯახებზე, შეზღუდული შესაძლებლიბის მქონე პირებსა და იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაგებით მოეკიდონ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მინდა, მადლობა გადავუხადო, ჩვენს ექიმებს, სამართალდამცავებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყოფს ჩვენი და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

ასევე მადლობას ვუხდი შპს ,, ქარგილს" პირბადეებით უზრუნველყოფისთვის,"- განაცხადა ლე­ვან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს