თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა, რომელიც თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე.ახლა სხვა კლინიკაში გადაყვანის ორგანიზება მიმდინარეობს. ექიმი არ არის, თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია. გუშინ, შუადღით გადმოიყვანეს. ახლა დაახლოებით 30 პაციენტს სინჯს აუღებენ“, -განაცხადა ბეროზაშვილმა.

მისი განმარტებით, ე.წ. სწრაფი ტესტირებისას ცდომილება დაახლოებით 20%-მდეა. როგორც ბეროზაშვილი აღნიშნავს, კორონავირუსზე უკვე მედიკოსების ტესტირება დაიწყო.

„რა თქმა უნდა, სწრაფ ტესტირებას თავისი ცდომილება აქვს, გაფართოებული და ალბათ, არა აგრესიული. ხდება მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება. საბოლოოდ, მაინც ხდება ამ ტესტების „ოქროს სტანდარტით“ გადამოწმება, ცდომილება სადღაც 20%-მდეა. ტესტირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ალბათ გამოვლენილი დაავადების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ სავარაუდოდ, კატასტროფული ზრდა არ იქნება, რადგან ახლა რისკ-ჯგუფების ტესტირება ხდება. უკვე ერთი კვირაა, დაახლოებით ჩემი კოლეგების ტესტირება დაიწყო, ჩვენთანაც ჩატარდა. საბედნიეროდ. ამ ეტაპზე დადებითი შემთხვევები არ გვქონია. სავარაუდოდ, კატასტროფული ზრდა არ უნდა იყოს“,-აღნიშნა ბეროზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო