ზურაბ ჭიაბერაშვილი - პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ექიმების ზურგს ეფარება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი

კობახიძის გუშინ გაკეთებული განცხადება, პოლიტიკური ქულების დაწერა და „ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობაა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია და კრიზისიდან გამოსვლის გზებს ვერ პოულობს.

„პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ეფარება ექიმების ზურგს, იმ ექიმების, რომელთა ტესტირების, სათანადო ეკიპირებისა და დაცვის, ასევე, საავადმყოფოებში ტრანსპორტირების პრობლემა დღემდე ვერ მოუგვარებია. ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა ხალხის გაჭირვებაზე პოლიტიკური ქულების დაწერისა და ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება რეალურად კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა ფიქრობდეს “, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, მისი შეფასებით, „პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პანდემიის დროს, პოლიტიკური მაროდიორობაა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს