დავით ჭიჭინაძე - ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით

ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, ფულის დარიგება კი, ეს არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა. მითუმეტეს, რომ ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია , – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

„რისკენ არის ეს ნაბიჯები მიმართული, ეს აკლია ამ გეგმას. ჩვენ არ ვართ ამერიკა, ვბეჭდოთ დოლარი და ვყაროთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო გარკვეული გზავნილია წინასაარჩევნოდ. მითუმეტეს, 200-200 ლარს რომ ურიგებენ ხალხს ახლა, სექტემბერსა და ოქტომბერში, მეტს კი არ ურიგებენ საარჩევნო აგიტატორებს - 150 ლარია აგიტატორის ხელფასი. მუდმივად ჟღერდებოდა, რომ აპირებენ თავისი მილიარდის დახარჯვას და აგერ, ბიუჯეტით დაიწყეს მათი გახარჯვა”, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხი რომ ძველ ცხვოვრებას დაუბრუნდება- ილუზია 2-3 თვეში გაივლის.

,,ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიოს მასშტაბით. სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. ის ხალხი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ უფლებას მისცემენ და რაღაცას რომ გააკეთებენ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ეს ილუზია 2-3 თვეში გაივლის. იმიტომ რომ, ისინი ბანკების წინააღმდეგ პირისპირ დარჩებიან, რაც გარდაუვალ გაკოტრებას ნიშნავს.

თუმცა, სანამ ამ რეალობიდან არ გამოვალთ, სანამ არ დავინახავთ, რა რეალობაში ვიმყოფებით, არც არჩევნების ჩატარებას აქვს აზრი. შესაბამისად დიდია არჩევნების ვერ ჩატარების ალბათობა, რადგან არ შეიძლება ჩაატარო არჩევნები მარტო იმიტომ, რომ ორ თვეში ისევ კრიზისი შეგექმნას. არჩვენების ჩატარების თარიღიც ხელისუფლების ხელშია – როცა უნდათ, გადაწევენ, როცა უნდათ – გადმოწევენ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა