ირაკლი აბუსერიძისა და ლევან დავითაშვილის ინიციატივით ისნის რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი აბუსერიძემ და საკრებულოს წევრმა ლე­ვან დავითაშვილმა მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და პირბადეები დაურიგეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

დეპუტატების განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქველმოქმედო აქცია, რომელიც შეჭირვებული ოჯახების დახმარებას გულისხმობს, ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. მათივე ცნობით, სასურსათო კალათა მიიღეს სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებმა.

დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის მიღწევებზე COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და მადლობა გადაუხადეს მედიცინის მუშაკებს, პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. მათ ასევე აღნიშნეს კომპანია „ქარგილის“ დახმარება მოქალაქეების პირბადეებით მომარაგების კუთხით.

„ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა დგას გლობალური მასშტაბის გამოწვევის წინაშე, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა. სოციალური კამპანია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დავიწყეთ და სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ეტაპობრივად ვამარაგებთ იმ ოჯახებს, რომელთათვისაც დღეს ეს დახმარება არსებითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქცენტი გაკეთდა მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

სიხარულით მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნის წარმატება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაწეული შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ექიმებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად შრომობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

მადლობა მოსახლეობას მოთმინებისთვის. კვლავ მოვუწოდებ მათ, დაიცვან სოციალური დისტანცია, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა