ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 228 ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსს კიდევ 228 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 23 190 შეადგინა. ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 000-ს გადააჭარბა.

ესპანეთში ვირუსისგან 98 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანაში გარკვეული ზომების შემსუბუქება დაიწყო. 6-კვირიანი პაუზის შემდეგ, 26 აპრილიდან, 14 წლამდე ბავშვებს მშობლების თანხლებით, ერთი საათით სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში გასეირნების ნება დართეს.

ესპანეთი, Covid-19- ით ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა