კახა კალაძე - როგორც კი  დარგის სპეციალისტებისგან რჩევა და მოწოდება იქნება, რომ შესაძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის  გაშვება, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა