უკრაინის რადას სპიკერი მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით სხდომის გამართვას მომავალი კვირის ბოლოსთვის ვარაუდობს

უკრაინის რადას თავმჯდომარის დიმიტრი რაზუმკოვის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომა შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლოს გაიმართოს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„დღეის მდგომარეობით, საბოლოო ინფორმაცია, თუ როდის გაიმართება რიგგარეშე სხდომა არ არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატები აპირებენ ასეთი სხდომის გამართვის მოთხოვნას. თუკი გაიმართება, მხოლოდ მომდევნო კვირის ბოლოს. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ საკადრო დანიშვნებზე, ასეთ შემთხვევაში, დარეგისტრირებული შეთავაზებები მინისტრთა კაბინეტის მხრიდან არ შემოსულა“ , - აღნიშნა რაზუმკოვმა.

კითხვაზე, ფრაქცია „ხალხის მსახური“ უჭერს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, რაზუმკოვმა განაცხადა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუკი ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს სხვადასხვა ხედვები ახალ საკადრო დანიშვნებზე მინისტრთა კაბინეტში როგორც ფრაქცია „ხალხის მსახურში“, ისე სხვა ფრაქციებშიც“, - განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო