გიგი წერეთელი - გაუგებარი განცხადებები ტესტირებაზე, იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება

გაუგებარი განცხადებები ტესტირებაზე, იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება , - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ფრაქცია „ ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მასობრივი ტესტირებებით არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველა ქვეყანას ჩამოვრჩებით.

„არ დასრულდა გაუგებრობები აქტიურ ტესტირებასთან დაკავშირებით. უკვე მოვისმინეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იმიტომაა, რომ მეტი ტესტირება ტარდება და თუ ასე აღარ იქნება, აღარც ციფრები გაგვეზრდება. არ მგონია, რამე აღმოჩენა იყოს ეს,მაგრამ ტესტირება ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ მეტი გამოვავლინოთ, დროზე ვიმოქმედოთ და საფრთხე შევამციროთ. საბედნიეროდ, გვაქვს სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა, არც მასობრივი ტესტირება გვაქვს და ამ ნაწილში , არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველას ჩამოვრჩებით. ამიტომ, სანამ ასეთი განცხადებები გაკეთდება, ბუნებრივად იქნება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება სტატისტიკის შელამაზება და რეალობა კი განსხვავებულია,“ - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

გიგი წერეთლის შეფასებით, არგუმენტი არაა, რომ „ყველას მაინც ვერ გავტესტავთ“.

„გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას სიმპტომებიანი პაციენტები ნაკლებად გაეპარება, მაგრამ უსიმპტომო კი, მხოლოდ მიზნობრივი, ლიმიტირებული ტესტირების პირობებში, დიდი ალბათობით ვერ დადგინდება და დაავადების გავრცელებს გაზრდის. არც ისაა არგუმენტი, რომ „ყველას მაინც ვერ გავტესტავთ“. რაც მეტს შევძლებთ, მით უკეთესი, უკეთ გვეცოდინება გავრცელებაც, კარანტინში თუ იზოლაციაშიც ნაკლებად გაიტანჯებიან ადამიანები და ეკონომიკაც უფრო სწრაფად ამოქმედდება. მითუმეტეს, ამ „დახმარების პროგრამით“, რაც მთავრობამ გამოაცხადა, სახლში დარჩენილი ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა