რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ექსპორტი არ განხორციელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ. მარტის ბოლოს, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლეულ კულტურაზე კვოტის დაწესებასთან დაკავშირებით.

მოცულობა შეადგენს შვიდ მილიონ ტონას. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ზომების მიღება ხორბლეულზე ფასების სტაბილიზების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება რუსეთს საშუალებას მისცემს, ქვეყანაში ხორბალზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს