ქართულ - ჰოლანდიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში კარანტინი დასრულდა და კორონავირუსი არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა

ქართულ - ჰოლანდიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში კარანტინი დასრულდა და კორონავირუსი არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას

"მოგახსენებთ, რომ ქართულ - ჰოლანდიურ ჰოსპიტალში დასრულდა კარანტინი! გენერალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია, განმეორებითი ტესტირებითაც ყველა თანამშრომელი კოვიდუარყოფითია!

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კლინიკაში ინფექციის კონტროლის ყველა ზომა ყველა დონეზე დაცულია და სამედიცინო მომსახურებისთვის უსაფრთხო გარემოა როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალისათვის!

ქართულ - ჰოლანდიური ჰოსპიტალი ჩვეული ერთგულებით და შემართებით აგრძელებს საქმიანობას - თქვენთვის!!!"-ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, პაციენტს, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკამ საქმიანობა დროებით შეაჩერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა