საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური - 87, მინიმალური კი 2 წელი

საქართველოში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასაკისა და სქესის მიხედვით ასე გამოიყურება.

როგორც დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაშია მოცემული, ქვეყანაში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური- 87 წელი, ხოლო მინიმალური-2 წელი.

რაც შეეხება სქესს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ქალებსა და კაცებში თანაბარია.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, covid19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მაღალი, 22 პროცენტი მოდის 15-29 წლის პირებზე, 19 პროცენტი- 50-59 წლის ასაკზე. 3 პროცენტი - 80 წლის ასაკზე, ინფიცირებულთა 3 პროეცენტია - 2-4 წლის ასაკის, ხოლო 4 პროეცენტი-5-14 წლის.

სტატისტიკაში მოცემულია COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ევროპის რეგიონში.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებში გამოხატულ სიმპტომებს, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტს, 68 პროცენტს ცხელება/შემცივნება აღენიშნება.31 პროცენტს -ზოგადი სისუსტე, 20 პროცენტს- ყელის ტკივილი, ინფიცირებულთა 29 პროცენტს-ხველა, თავის ტკივილი -16 პროცენტს, დიარეა- 12 პროცენს, ყნოსვის/გემოს ცვალებადობა - 11 პროოცენტს, სურდო, გუმკმერდის ტკივილი-7 პროცენტს, ხოლო გულისრევა/ღებინება-5 პოცენტს.

ასიმპტომურად სახელდება ინფიცირებულთა 9 პროცენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა