ვანო მერაბიშვილი - ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო, გავცვალეთ აზრები, ძალიან გამიხარდა, რომ ერთმანეთს გავუგეთ

მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით საუბრისას ლევან ბერძენიშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და ერთმანეთს გაუგეს.

„მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო, რადგანაც მასთან საუბარი მინდოდა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი. მას, ასე ვთქვათ, ახალმა პოლიტპატიმარმა ძველ პოლიტმატიმარს დავურეკე და გავცვალეთ აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთამანეთს გავუგეთ, მანაც მაპატია ის, რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყონის დროს“ , - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის