ვანო მერაბიშვილი - მაქვს ამბიცია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აქტიურად ჩერთვება პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გაერთიანდება.

„ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს ყველა პარტიიდან. ოპოზიციურ ფრთას ვგულისხმობ, დიდ ნაწილთან, ასე ვთქვათ. ვესაუბრები პოლიტიკაზეც, პირად საკითხებზეც. ჩემი ამოცანაა, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლება.

მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები, გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მაგრამ არ გეტყვით, ამისთვის, ცალკე გამოვიყენებ საშუალებას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, მას თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.

„მე არ მაქვს თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია. მე უკვე ნამყოფი ვარ პრემიერ-მინისტრად, მე ვერ ვიქნები მინისტრი ხომ?- შეუძლებელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახდეს მინისტრი. ლოგიკურად ასე უნდა იყოს, გამორიცხვის მეთოდით მივდივარ. მე რომ ახლა სუპერ პოპულარული ვიყო, წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრად დავაყენო საკითხი, აბსურდია, მე არ დავაყენებდი პრემიერ-მინისტრად, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რადგან ბევრი ახალგაზრდაა.

მე მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მოვიდეს ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური და ჩემი მთავარი კოცენტრაცია იქნება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, თუ ასეთი იქნება. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ“,- განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მან ასევე ხალხის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხმა ყველფერი იცის და სწორ დასკვნებს აკეთებს“ და კარგსაც ხედავს.

„მაგალითად, მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ერთ-ერთ ჩემ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, როდესაც ახალციხეში არჩევნები ტარდებოდა ყველაზე მაღალი შედეგი რესპუბლიკაში, ქვეყნის მასშტაბით ახალციხეში ფიქსირდებოდა. ახალციხეში ვიღებდით 10 პროცენტით უფრო მაღალ მაჩვენებელს. მე ძალიან მადლობელი ვარ ახალციხელების“, -აღნიშნა მერაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა