ვანო მერაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კონტაქტი 2008 წლის გაზაფხულზე მქონდა - რამდენიმე თვეში ერთხელ ან ტელეფონზე ვსაუბრობდით, ან ვხვდებოდით

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კონტაქტი 2008 წლის გაზაფხულზე ჰქონდა.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ივანიშვილი შეხვედრისას საქმიან თემებზე არ საუბრობდა.

„ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კონტაქტი 2008 წლის გაზაფხულზე მქონდა, ზუსტად რიცხვის თქმა გამიჭირდება. მას შემდეგ მასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია. საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ მას როგორც რუსეთის გეგმების განმახორციელებელ ადამიანს ისე ვეკონტაქტებოდი. ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი არჩევანი ჰქონდა, შეიძლება რუსეთზე დამოკიდებული იყო, მაგრამ მას უამრავი არჩევანი ჰქონდა და შეეძლო, სხვაგვარად მოქცეულიყო. უამრავი რუსი ოლიგარქია, რომელიც პუტინის დავალებას არ ასრულებს. უამრავი ასეთი მაგალითია. ყველა ის ადამიანი, ვისაც რუსეთში ბიზნესი აქვს, მათ შორის ქართველები, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები აქვთ და რუსეთის შეკვეთებს ასრულებენ. აი, ასე საკითხს არ დავსვამდი.

მას ვესაუბრებოდი როგორც ადამიანს, რომელიც არსებობდა, რომელთანაც კონტაქტი მქონდა. რამდენიმე თვეში ერთხელ მასთან კონტაქტი მქონდა. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა კონტრაქტი, მათ შორის სერიოზულ ბიზნესმენებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, რა არის აქ უჩვეულო და გაუგებარი. მინიმალური კონტაქტები იყო, რამდენიმე თვეში ერთხელ ჩვენ ან ტელეფონზე ვსაუბრობდით, ან ვხვდებოდით. ის საკუთარ ყოფით პრობლემებზე საუბრობდა, რამე სერიოზულ, საქმესთან დაკავშირებულ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია“,-განაცხადა მერაბიშვილმა „მთავარი აქცენტებში.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო