ახალი ზელანდიის პრემიერი - კორონავირუსი დავამარცხეთ

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, „ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“.

ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ქვეყანაში აღდგება სწავლაც.

ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1 469 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო