მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში, 11-ის მდგომარეობა კი საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის დიაგნოზის მქონე კლინიკაში მყოფი 49 პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი მძიმეა და ის რეანიმაციაში მკურნალობს.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან Covid-19-ის დიაგნოზი 49 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან 10 არის 18- წლამდე ასაკის, 3 პაციენტი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. ამასთან, გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მათი მდგომარეობა არის საყურადღებო," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა