ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ ვრცელდება საკარანტინე რეჟიმის მქონე მუნიციპალიტეტებზე

შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოქმედებს „კომენდანტის საათიც“.

„ეს შემსუბუქება შეზღუდვების არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟმი. ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეღუდვას ღამის 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა