თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორი დღის შემდეგ ისევ ძალაში შევა

27 და 28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ოჯახების გაერთიანებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოთხ დიდ ქალაქში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორი დღის შემდეგ ისევ ძალაში შევა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში, დიდ ქალაქებში მოქმედებს შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას. თუმცა, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ოჯახების გაერთიანებას და რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ დაბრუნება რეგისტრაციის მისამართებზე ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა