ირაკლი აბესაძე - ხელისუფლება დუმს, როგორ აღმოაჩნდა ოთარ ფარცხალაძეს სპეციალური საშვი, რაც დადასტურებაა, რომ მათთვის ზრუნვის საგნად რჩება ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა

ხელისუფლებასთან სხვადასხვა კორუფციული ინტერესებით გადაჯაჭვული კონკრეტული პიროვნებები სარგებლობენ ყველანაირი პრივილეგიით, რომელიც მათ არ ეკუთვნით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძე განმარტავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უმძიმესი კრიზისის დროსაც კი ზრუნვის საგნად რჩება არა საზოგადოების ინტერესები, არამედ „ხელისუფლების ფავოროტი ადამიანების კეთილდღეობა“.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება დუმს, თუ როგორ აღმოაჩნდა ოთარ ფარცხალაძეს სპეციალური საშვი, რაც ძალიან ნათელი და ცალსახა დადასტურებაა, რომ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის პირობებში, „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ამ უმძიმესი კრიზისის დროსაც კი, ზრუნვის საგნად რჩება არა საზოგადოების ინტერესები, არამედ ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა. ეს არის იმ დანარჩენი საზოგადოების აბუჩად აგდება, რომელიც ხელისუფლებამ უბრალოდ გამოკეტა სახლში უმანქანოდ. მათი დიდი ნაწილი ამის გამო დატოვა შემოსავლის გარეშე და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებასთან სხვადასხვა კორუფციული ინტერესებით გადაჯაჭვული კონკრეტული პიროვნებები სარგებლობენ ყველანაირი პრივილეგიით, რომელიც მათ არ ეკუთვნით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა