ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე - გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

„ის მკვლელობები, დარბევა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა - ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა. მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა. „თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას იმიტომ, რომ არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს