სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტთან კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებით შემქნილი მდგომარეობა განიხილეს და პოსტკრიზისულ პერიოდში რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

სალომე ზურაბიშვილისა და რუვენ რივლინის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და პოსტკრიზისულ პერიოდში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია, ისრაელის მაღალტექნოლოგიური სექტორის გამოცდილების გაზიარება”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა